„ახალგაზრდებს ატყუებენ, გამჭვირვალობის ქართულ კანონს მტრის კანონად მოიხსენიებენ, ამით ცდილობენ, ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ, ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანონ და შექმნან დაძაბულობა“, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვაჟა კოკაია.

„მაგრამ, ავიწყდებათ მთავარი – ჩვენი სამშობლოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, სწორედ ამიტომ, რუსული საქმის გამკეთებელი ოპოზიციის გვერდით ქართველი ახალგაზრდობა არ დადგება“, – წერს ვაჟა კოკაია “ფეისბუკის“ გვერდზე.