„რატომ გიკვირთ მისი ეს განცხადებები, ჩვეულებრივი აგენტია, ჩვეულებრივად ასრულებს კონკრეტული ადამიანების დავალებას, რასაც უბრძანებენ იმას აკეთებს“, – ასე გამოეხმაურა „იმედი LIVE“-ის ეთერში დედაქალაქის მერი კახა კალაძე  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

 

„ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს. მის ინტერესში არ შედის საქართველოს ხვალინდელი დღე. მის ინტერესში არ შედის დამოუკიდებელი, განვითარებული საქართველო. მის ინტერესში არ შედის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მომავალი. დაკრავს ფეხს, გაიქცევა, ხვალ წავა საფრანგეთში, იქნება წყნარად, მშვიდად. საერთოდ არ აინტერესებს ეს ქვეყანა. ეს ადამიანი გამოდიოდა, იმას ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვეულებრივი მავნებელია, მტერია ამ ქვეყნის და საზოგადოება ამას ხედავს. ძალიან კარგად აფასებს და, რა თქმა უნდა, გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა კალაძემ.