კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქციას ეხმაურება.

“უყურებ ამ ჭინკების ამბოხს და ფიქრობ, იმ ევროპას რა უთხარი კიკუ-ხაბე-გვარამია- ელისაშვილი რომ განასახიერებენ!

აღარაფერს ვიტყვი მდედრ, დუჟმორეულ ალქაჯებზე! საით?! დებო და ძმებო, მშობლებო და შვილებო იმ ფარისეველთა და თვალთმაქცთა ბუნაგში! სადაც თავისუფლების და ღირსების ფასი 1 ევროა!”,- წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ “X-ზე”.