„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აქციას, რომელზეც გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ იმ მოტივით, რომ იგი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ერთხელაც ვეცდები და, ალბათ, უკანასკნელად. ყველა მცდელობას აქვს თავისი რესურსი. რაშია აქციონერების პოლიტიკური შიზოფრენია:

“ნაცმოძრაობის” რეჟიმი 2003-2008 წლებში კრემლთან მუდმივ პოლიტიკურ ურთიერთობაში იყო; 2009-2012 წლებში დაკავებული იყო ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე გაჩუქებით; აგვისტოს ომის დროს ორი გუბერნატორი (სამეგრელოსა და შიდა ქართლის) მუშაობდა რუსი გენერლების – ჩობანისა და ბორისოვის მძღოლად და ოფიციანტად; სააკაშვილის რეჟიმმა ქართული ჯარი რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა, ხოლო ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის მამები, სიდედრები და ბიძაშვილები დასაქმდნენ „თელასში”, КГБ-ს გენერალ-მაიორ სტეფანიანის საკურატორო თანამდებობებზე; 2012 წელს ბათუმის სამშენებლო ობიექტებზე შემოიტანეს „გაზპრომის” ყაზახური ფული და ა.შ. შეკითხვა: „იყო თუ არა ეს რუსული რეჟიმი?“ შიზოფრენიული პასუხი: „არა! ეს იყო დასავლური დემოკრატიის აყვავების პიკი!“

„ოცნების“ ხელისუფლებას ბოლო 10 წელიწადში შეეძლო, შეეყვანა ქვეყანა: СНГ-ში, Таможенный союз-ში, ЕАЭС-ში, ОДКБ-ში და ა.შ. მან კი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და დასავლური საკონსტიტუციო ჩანაწერით, ქვეყანა მიიყვანა თავისუფალი ვაჭრობის, ვიზალიბერალიზაციის, ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის გაფორმებამდე. ხოლო გაწევრიანების პროცესის რეზოლუციის დაინიცირებას ხმა არ მისცეს ნაცდეპუტატებმა. შეკითხვა: „არის თუ არა ეს პროდასავლური რეჟიმი?“ შიზოფრენიული პასუხი: „არა! ესენი არიან პუტინის მონები!“

ამ ორ მოცემულობას შორის ვიღაც არის ძალიან და, შესაძლოა, უკურნებლად ავადმყოფი! მათ რიგებში არიან ჩვენი ახლობლები და, ამიტომ, ეს თემა საღლიცინოდ არ მიღირს!

ვინც დღეს ლომჯარიასა და გიგაურის დეკლარაციისთვის, “ჭიჭეს” ფორმა 100-ისა და ელისაშვილის „ფსიქოსთვის” საკუთარი სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ტოტს ასეთი სატანისტური გაშმაგებით ჭრით – თქვენ გჭირთ პოლიტიკური შიზოფრენია, რომელიც შეიძლება სამედიცინო ფორმებშიც გადაიზარდოს და დაცემა იქნება ძალიან მტკივნეული! ჩართეთ აზროვნების უკანასკნელი ნამცეცები! ჩვენ კი მოვხვდებით საოცნებო და ღირსეულ ევროპაში საკუთარი ღირსებით! დღევანდელ ნეხვში, ნარწყევსა და სხვისი ფურთხის ლოკვაში არ დარჩეთ!“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.