პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში”, – წერს გია ვოლსკი.