„რა უფლებით ლაპარაკობს ევროპარლამენტარი ჯერ არჩატარებულ არჩევნებზე და აფასებს წინასწარ შედეგებს?! არის თუ არა ეს ცილისწამება? არის თუ არა ეს საშინაო საქმეებში ჩარევა? გამოდის, რომ ოპოზიციის ლობისტები თავად ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად და დღეს სწორედ ამის აღიარება მოხდა“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

„ამ დღეებმა და უცხოელი ლობისტების განცხადებებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების აუცილებლობა. ჩვენ ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ სწორედ იმიტომ, რომ ვიოლა ფონ კრამონისნაირმა ევროდეპუტატებმა ვეღარ გაბედონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და მათი ფულით ქართველი ხალხის არჩევანის გაყალბება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.