რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციებისთვის განთავსებული სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სხვა ადგილებზე მისი გადატანა არ იგეგმება.

ორგანიზატორებს გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.