„გამოდით, დამენახეთ, ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისთვის ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი – შურისძიება!“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

„ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გაქვთ! სამშობლოსთან მიმართებითაც, კაცობასა და ადამიანობაშიც – ყველაფერში!

ყველანი, ვინც ასე ფიქრობთ, ალეკო ელისაშვილის მსგავსი მშიშრები და მხდალები ხართ! ფულით დაკრულზე ცეკვავთ! ფასეული არაფერი გაგაჩნიათ!” – წერს მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.