“როცა ჯერ კიდევ დეპუტატი ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს მიპარვით და მუხანათურად დაესხა თავს, უსირცხვილოებმა ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს! ახლა, იგივე ელისაშვილი, როგორც თვითონ აღნიშნა – ჩინურ ანჯელინა ჯოლად ქცეული, ნაცემი რომ ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

“ახლა ვნახოთ, ვიდეოში რა ჩანს: გაიძვერა ელისაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, მას მიბაძონ და პოლიციის კორდონი გაარღვიოს. მალევე აკავებენ და სვამენ პოლიციის ავტომობილში. დაკავების კადრებში ასევე ვხედავთ, რომ მას სახეზე არავითარი დაზიანება არ აქვს.

შემდეგ ვრცელდება ახალი ვიდეო, სადაც მისი ცნობა, ცხადია, შესაძლებელია გრძელი ცხვირითა და თაღლითური ღიმილით, ტუჩები კი ნამდვილად დეფორმირებული და ფერშეცვლილი აქვს. ელისაშვილი ამბობს, რომ კანცელარიის წინ, ასფალტზე დააგდეს პოლიციელებმა და ჯერ სცემეს და შემდეგ დააკავეს, არადა, დაკავების კადრებში მას დაზიანებები არ ეტყობა!
ვინაიდან და რადგანაც ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მეც მაქვს რამდენიმე:

I ვერსია (ნაკლებ სავარაუდო, თუმცა, შესაძლო): ელისაშვილი დაკავების დროს, როცა კარიდან შესვეს პოლიციის მანქანაში, მაინც დაუსხლტა მათ და ფანჯრიდან ცდილობდა გაქცევას და და სივიწროვესა და სიჩქარეში დაიზიანა თავყბა.

II ვერსია (სავარაუდო და უფრო შესაძლებელი): მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაარიდა სიტუაციას და მიტინგიდან მოშორებით ჩამოსვეს, ელისაშვილი, ჯერ ისევ მთვრალი და აღგზნებული, კაცმა არ იცის, სად წავიდა, ვის გადაეყარა, ვის რა უთხრა… საბოლოოდ კი, ახალი მაკიაჟით წარმოგვიდგა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ ვიცანი და რომელიღაც ლგბტ-ს წევრიც კი მეგონა.

III ვერსია: ამბობენ, ელისაშვილმა პარლამენტში, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ უკადრებელი ფულის გამო იკადრაო… შეიძლება, შემკვეთთან მივიდა და ფულიც მოსთხოვა, იმან კი უთხრა, – რა ფული, რის ფული, მდინარაძე ცოცხალიცაა, პარლამენტშიც ძალიან მტკიცედ და დამაჯერებლად გამოდის და აგერ, კანონიც პირველი მოსმენით მიიღესო. ამას ელისაშვილი რომ არ მოითმენდა, ხომ ყველას გჯერათ? და მოხდა ჩხუბი. შედეგად ვიხილეთ, როგორც თვითონ ამბობს, ახალი ელისაშვილი ჩინური ანჯელინა ჯოლის იმიჯით.

ასევე, არ შემიძლია, არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება-შეშფოთება თუ შეშფოთება -აღშფოთება ელისაშვილთან მიმართებით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობით: სად არის ელისაშვილის ორდენი, ორდენი თუ არა – მედალი? არც სიტყვიერი მადლობა… კარგით, ჯანდაბას, მდუმარედ მაინც გადაეხვიოს! კარგი, ამნისტიით მაინც გაათავისუფლოს! დეპუტატია და ვერ დაიჭერენო.

 

მერე რა! სალომემ მაინც შეიწყალოს. არ არის შესაწყალებელი?! ისე, სალომე ზურაბიშვილმა თავისი თავიც შეიწყალოს, სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰქვია. არ შეიძლება? კარგით რა, დანარჩენს, რასაც აკეთებს და ამბობს, ხომ შეიძლება…” – წერს ნიკოლეიშვილი.