ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებამ კანონი არ მიიღოს.

“ნამდვილად ასე იქნება, – მათ უკან დასახევი არ აქვთ. წარმოიდგინეთ, უფულოდ რჩებიან, მერე როგორ იყიდიან მე-20 სახლს, 105 ფეხსაცმელს და ა.შ.?!

რა, არ გვაძლევენ იმის საშუალებას, ასე ვიფიქროთ? გაიხსენეთ გვარამია-სააკაშვილის ჩანაწერი ან სააკაშვილ-მომღერალი გოგონასი. მაგრამ არაფერი გამოუვათ. ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს”, – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.