„ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია – იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის შესახებ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კვლავ არ გაყალბდება წინასწარი დათვლის შედეგები.

„კელი დეგნანს ვურჩევ, რომ ისეთი ინფორმაცია მოიპოვოს, როგორიც საჭიროა. საარჩევნო მისიები ჩვეულებრივ მუშაობენ – ისინი ჩვენ მოვიწვიეთ, მით უმეტეს, გრძელვადიანი მისიები. იმედი მაქვს, რომ არჩევნებს პატიოსნად დააკვირდებიან და იგივე არ განმეორდება, რაც 2020 წელს მოხდა – როდესაც ISFED-მა არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.