სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას შესაბამისი კომისიები დღეიდან დაიწყებენ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსწრაფესად აღდგენის საკითხები სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო თათბირზე განიხილეს.
უპირველეს ამოცანად გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა დასახელდა.
ძლიერმა წყალმოვარდნამ გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ კი უწყლოდ დატოვა სენაკისა და ფოთის 32 000 აბონენტი.