ანალიტიკოსი გია აბაშიძე აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„სამარცხვინო დუმილი და შერჩევითი უფლებადამცველობა. ეს “POSTV-ს”, “იმედსა” და “რუსთავი-2-ს“ და მათ მაყურებლებს კი არა, ფარისეველ აქტორებს ავნებს.
უკვე მეოთხე დღეა, დიპლომატები, “ენჯეოები” და ე.წ. პრეზიდენტი არ გმობენ ჟურნალისტებზე ძალადობას“, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.