„მინდა ყირგიზეთის ძალიან მკაფიო მაგალითი მოვიყვანო. როდესაც ეს კანონი მიიღეს ყირგიზეთში, პირველი, რაც სოროსის ფონდმა გააკეთა, იყოს ის, რომ განაცხადა ქვეყნის დატოვების შესახებ“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილის თქმით, სოროსის ფონდის ეს ქმედება კითხვებს აჩენს.

„სოროსის ფონდმა არც კი სცადა დეკლარაციის შევსება. ასეთი რა აქვს დასამალი სოროსის ფონდს ყირგიზეთში, რომ არც კი სცადა დამორჩილებოდა ყირგიზეთის კონსტიტუციას და დეკლარაციის შევსებაში მონაწილეობა მიეღო?“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.