„საარჩევნო უბნები გაიხსნა ყველა წესის დაცვით. ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც დილიდან მაღალი იყო. კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ალან ჟან მარიმ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.