„ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნის მუშაობა კარგად არის ორგანიზებული. ყველაფერი კარგად კონტროლირებადია“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ფრანკო ხავიერ როჯერსმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.