„საარჩევნო უბანზე არის უამრავი ხალხი. უამრავი დამკვირვებელი – როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. გავესაუბრეთ პერსონალს და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველა პირობა ამ საარჩევნო უბანზე შექმნილია. ყველაფერი წესრიგშია. არასამთავრობოებს ვკითხეთ, იყო თუ არა რამე ხარვეზი, თუმცა მათ კარგი გამოცდილება გაგვიზიარეს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლაზლო.

„ჩვენ ასევე ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ახალი ელექტრონული სისტემა. როგორც ვხედავთ, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბანზე ძალიან ბევრი ხალხია, პროცესი ორგანიზებულად მიდის. ამომრჩევლებიც მშვიდობიან გარემოში აძლევენ ხმას“, – განაცხადა ანდრაშ ლაზლო.