„ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ, პროცესს, რამდენად დემოკრატიული იქნება ის. ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები პროცესს, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ეს დემოკრატიული პროცესი და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ხორხე გირსალენმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.