ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დღეს უეფას კონფერენს ლიგაზე პირველი საკვალიფიციკაციო რაუნდის მატჩებს გამართავენ.
თბილისის დროით 21:00 საათზე „ტორპედო“ ბოსნიურ „სარაევოს“ უმასპინძლებს. 21:30 საათზე „დილა“ სლოვაკეთში, ადგილობრივ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, ზღვისპირელები თბილისის დროით 22:00 საათზე ალბანეთში ადგილობრივ „ტირანას“ შეხვდებიან.
განმეორებითი მატჩები 20 ივლისს გაიმართება.