„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში გაღრმავების საკითხებს, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

ფაიგ გულიევმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.