„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის ფარულ შეხვედრას აფასებს.

„ოპოზიციონერი ლიდერები შფოთავენ: არც აქციაზე უშვებენ ბოლომდე, არც საკითხი აქვთ ისეთი, რომ ერთობლივი განცხადება გაავრცელონ. მიხვდნენ, მათ შორის, მათი ამომრჩევლებიც, რომ გაუგებარია, გამჭვირვალობას ვინ რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამიტომ ახლა შავბნელი საქმეებისთვის ღამით იკრიბებიან, – დღისით და გამჭვირვალედ ამათთვის შეკრება ბუნებრივად შეუძლებელია.

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა ოპოზიციისთვის საშიში, როგორც ნაკურთხი წყალი – ეშმაკისთვის. საერთოდ ყველაფერს გაურბიან, რაც ნათელი და სიმართლეა. დადიან ღამღამობით, ჩუმ-ჩუმად; იქიდან მათი პატრონები ურეკავენ, როგორ მოაწყონ დესტრუქცია, პროვოკაცია, აგინონ ეკლესიას და ა.შ.“ – აცხადებს მაჭარაშვილი.