ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების” ინიციატივით 29 აპრილს გასამართ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციისა და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მიაქციეთ ყურადღება: ხელისუფლების ოფიციალურ პირებს (ცალკეული გამონაკლისები თუ არის, ისინი არ ჩაითვლება) არც ერთ კომენტარსა თუ ფბ-პოსტში არ მიუყენებიათ ღია შეურაცხყოფა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებისათვის.

საკმარისი იყო, ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით.

სწორედ ეს გახლავთ ის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს ართმევს შანსს, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ. ნდობის გარეშე კი ვერც ხელისუფლებაში მოვლენ. რა გზა რჩებათ? ვფიქრობ, თავადაც კარგად ხვდებით”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.