“ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, ხვდებიან „FARA-ს“ რეესტრში და ვალდებულები არიან ფინანსურ ანგარიშგებაზე. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებით, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს.

ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან”, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„პირველ ხანებში ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის, აშშ-ში აკრძალვებია, ფრანგულ კანონმდებლობაშიც აკრძალვებია, არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონში არ არის და თქვენ იტყუებით ყველა ჯერზე, როდესაც ამას ამბობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.