„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იმ პროცესების ლუსტრაციას მოახდენს, რომელიც პარლამენტში მის ინიციირებას ახლავს თან.

„მეორე მოსმენით განხილვა იმიტომ არის კარგი, რომ ოპოზიცია იძულებული იქნება, შემოვიდეს მუხლობრივ განხილვაში. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამას იზამენ, მაგრამ იძულებულები უნდა იყვნენ, ჩაერთონ განხილვაში. „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ არც ერთი არგუმენტი იმისა, რომ ეს არაა დემოკრატიული კანონი და რომ კანონი რუსულია, ამერიკულია, ფრანგულია ან იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ოპოზიციას არ აქვს, შესაბამისად, აქამდე ძირითადად გამოდიოდნენ ლოზუნგებით. ახლა, როცა მუხლობრივ განხილვებში მოუწევთ შემოსვლა, მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის კანონი, რომელიც მოქმედებს ძალიან ბევრ ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში,“ – აღნიშნა სუბარმა.