„[ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან], ევროპული ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რაც, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დაუშვებელია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

„ფაქტია, რომ თავად ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ ევროდირექტივას იღებს, რომელიც მალე ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამ ფონზე, საქართველოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება კითხვებს აჩენს“, – განაცხადა სეფაშვილმა.