ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფონდ „ქართუს“ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს“.

„ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო ცნობილ შემადგენლობას; მიხვდით, ალბათ, ვისაც – კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” და მასზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს.
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა საკუთარი გარყვნილების დონიდან გამომდინარე განსჯის სხვებს, და ეს დონე კი უკვე საზღვრებს გადასცდა, კარგა ხანია“, – წერს ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.