“მე ვგმობ ნებისმიერი ჟურნალისტის ბულინგს”, – განაცხადა “ფორმულას” ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ, როდესაც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხრიდან ტელეკომპანია “POSTV-ის” ჟურნალისტის დაბულინგებას აფასებდა.

კოლეგების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფა დაგმო “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერიძემაც. მან ასევე აღნიშნა, რომ გმობს მამუკა მდინარაძეზე ალეკო ელისაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ თავდასხასაც.

“ბუნებრივია, ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, მათ შორის, თქვენზე განხორციელებულსაც, როცა მოხდა”, – განაცხადა ვაჩიბერიძემ.