“ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის პლატფორმა “სინამდვილეში” ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს (სათაურით:
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ფარგლებში ქვეშეთი-კობის 9- კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის დასრულებას დაესწრო“) ეხმაურება.

“სინამდვილეში, 9-კილომეტრიანი გვირაბი არა რუსეთთან, არამედ დაბა სტეფანწმინდასთან დამაკავშირებელია, „პუბლიკა“ კი ცდილობს პოზიტიური მოვლენების მოტყუებითა და მანიპულაციურად გაშუქებას და, ამ გზით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„პუბლიკას“ მთავარი დამფინანსებელი ევროპის დემოკრატიის ფონდია (EED), რომელიც უარს აცხადებს, გაასაჯაროოს ყველა პროექტი, რომელსაც ის საქართველოში აფინანსებს”, – აღნიშნულია გამოხმაურებაში.