“ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი, კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც “გამჭვირვალობის კანონს” ეწინააღმდეგებიან.

“ბესიკ ხარანაულს მივმართავ – მის პოეზიაზე ვიზრდებით და, მგონი, კიდევ ლანა ღოღობერიძე არის, – მის ფილმებზე გავიზარდეთ. ბატონო ბესიკ, ქალბატონო ლანა, 11 წლის, 15 წლის, 16 წლის ბავშვი, ასეთი განწყობით, პირდაპირ ძალადობისკენ რომ მოუწოდებს და პირდაპირ შეგვრაცხავს ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად, ეს ხომ ვიცით სად კეთდებოდა და როდის იყო, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით… ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?” – განაცხადა ყაველაშვილმა.