“ყველას გილოცავთ, ვისაც საქართველოს განვითარება და წინსვლა გიხარიათ! ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისიდან ბათუმში ჩასვლა სამსაათნახევარში იქნება შესაძლებელი!” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

„გვახსოვს, რამდენი ყალბი სიუჟეტი და დეზინფორმაცია მიუძღვნეს ე.წ. ტელევიზიებმა ამ საავტომობილო პროექტს. ასე, რომ ვერავითარი პროვოკაციული რეზოლუციები ჩვენ ვერ მოგვერევა! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ავის მოსურნე გვყავს, ჩვენი განვითარება არ შეჩერდება! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“ – წერს ნიკოლეიშვილი.