„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალადობის” დაგმობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„თვითონ შტატებს შეხედოს ბატონმა მილერმა – გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ. იქ ისინი, შეიძლება ძალადობდნენ, მაგრამ თეთრ სახლში ეს დარბევა გაამართლეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.