“სახელმწიფო ყველგან – საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვალდებულია, რომ დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება; დაიცვას თავისი მოქალაქეები, საზოგადოება და სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესები. ამას აკეთებს სახელმწიფო საქართველოშიც და ამას აკეთებს, ზოგჯერ კიდევ უფრო მკვეთრი ფორმებით, სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უცხოელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

„როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, შესაბამისად, უფრო გასაკვირი და მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა, ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ქუჩებში ძალადობა სცადოს და ამაზე რეაგირება არავინ მოახდინოს. მაშინ სახელმწიფო აღარ იარსებებს და ის ვერ იდგება მოქალაქეებისა და ქვეყნის დასაცავად. დღეს საქართველო ასეთი არ არის დღეს და არც მომავალში იქნება. ამის პირობას ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.