“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს მიმართავს.

“აბა, “ცელქო” ბავშვებო, როგორ ხართ? ჩაგანაცვლათ კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” თუ ვერა?!
ჯერ სადა ხართ, საზარბაზნე ხორცად გამოგიყენებენ და ბოლოს, იდაყვზე კბენა გვიანი იქნება…
მთელი ეს “ბარდაგი” თუ გგონიათ, რომ თქვენი მოწყობილია, ძალიან ცდებით.
მარტივად აგიღეს, გაგახელეს და მიგიშვეს სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს, “საქართველოს” ძახილის შემდეგ, “თავისუფლება მიშას” ძახილი მოგიწევთ, რომ იცოდეთ!

აბა, თქვენ იცით, დროშა მაგრად დაიჭირეთ. მიშას დისციპლინირებული ბავშვები მოსწონს”, – წერს ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.