პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის – სალომე ქურასბედიანის სიციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

“ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით, რა უპოვეს?
ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ მიეპარა და თავს დაესხა, იმ მომენტიდან რამდენიმე წამში ანა ბუჩუკური ბედნიერი გამომეტყველებით მიადგა მამუკა მდინარაძეს და ცდილობდა, მისი სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო. რისი დაფიქსირება უნდოდა, კაცმა არ იცის. გაოგნებისგან და სიბრაზისგან გაგიჟებული კაცის გინებას იღებდა თუ, იქნებ, სახეზე რამე კვალი დასტყობოდა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ დაეგმო, დაინტერესებულიყო, სერიოზული დაზიანება ხომ არ მიიღო და ა. შ., ამაზრზენად იქცეოდა, სახეზე ძალიან ახლოს უღებდა თავდასხმის ობიექტს და ამ დროს გამოსტაცა ხელიდან ტელეფონი სალომემ და აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა ბუჩუკურის ეს უკიდურესად ამორალური ქმედება.
წარმოიდგინეთ, ამ კადრს იყენებენ სალომეს საწინააღმდეგოდ ეს მართლა ფაშისტები”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.