„არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები რამენაირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

„ამას ადასტურებს ყველაფერი, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებებიც, როგორიც არის ISFED-ი. და კიდევ ერთხელ: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია არჩევნებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.