პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხალხი ქუჩაში უნდა გამოიყვანოს.

„გამოიყვანოს ოპოზიციამ ქუჩაში ხალხი – მე მინდა ეს. მინდა, რომ ორი თვე, ორი თვე არც არის საჭირო, ორი კვირა, დღე და ღამე 100 ათასი კაცი მთელ ქუჩებში იყოს. უნდა მოხდეს საქართველოს პარალიზება. მოხდება? გაჩერდება რკინიგზები? გაჩერდება პორტები? აი, გავიმარჯვებთ. თუ ეს არ მოხდება, უკაცრავად, მაშინ, შემდეგ არჩევნებს დაველოდოთ“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.