“როცა ახალგაზრდა კაცს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ენა როგორ უბრუნდებათ, პირადი ინტერესისა და საკუთარი მოგონილი უპირატესობის დასაკმაყოფილებლად სისულელე გაავრცელონ!”

“რატომ არიან ასეთი ცივსისხლიანები და მოძულეები? მესმის ლანძღვა, გინება, დაცინვაც კი, – ეს მათი ბუნებაა, მაგრამ როცა ახალგაზრდა კაცს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს (ვითომ არ იციან), ენა როგორ უბრუნდებათ, პირადი ინტერესისა და საკუთარი მოგონილი უპირატესობის დასაკმაყოფილებლად ასეთი სისულელე გაავრცელონ!” – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას.

“აი, რატომ იწვევენ ზიზღს ეს ადამიანები; აი, რატომ ვერ სცდებიან 1%-ს და ვერასდროს ეღირსებიან ხელისუფლებაში მოსვლას. რაც შეეხება “ვისაც ჭკუა აქვს”… ვისაც ჭკუა აქვს, აქეთ არის, სიმართლის მხარეს და ნურავის ექნება იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი დატოვებს იმ პოლიტიკურ სივრცეს, სადაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ბედი წყდება.
ირაკლის კი ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას!” – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.