“რომელ დეპოლარიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მარგინალი რადიკალები არათუ უსამშობლოები არიან, არამედ არაადამიანები”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის გამო ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციებს.

“მათთვის მთავარია ბოღმის ნთხევა, უბინძურესი პოლიტიკანური სპეკულაციები და რევანშიზმი.
გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სჭირდება სერიოზული მკურნალობა, მისმა საახლობლომ და კოლეგებმა ეს იციან, ისევე, როგორც მყრალი “ნაცსექტის” აქტიურმა სპიკერებმა, თუმცა ამ უკანასკნელთა მორალი, ზნეობა დიდი ხანია, ფსკერის ფსკერზეა.
ნაცჭაობი 26 ოქტომბერს უნდა დაშრეს!
ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ ირაკლი შოთაძეს! შეეწიოს უფალი!” – წერს “ფეისბუკის” გვერდზე აბაშიძე.