„რამდენ ფრონტზე უნდა გადავანაწილოთ ეს ჩვენი რუსეთთან შეუპოვრად მებრძოლი პოლიტ-ენჯეო-ჯენზი არმია?! კარგი, კანადაში ბუღაძე და საფრანგეთში – ამაღლობელი, მაგრამ სერბეთს, თურქეთს და თავად ბრიუსელს ვინ დაიხსნის რუსეთის კლანჭებიდან?! ირგვლივ ყველაფერი გამჭვირვალე ხდება, უჩა აბაშიძის ბინის ფარდებიც კი…“ – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

„რაც მთავარია, გამჭვირვალე გახდა დემოკრატიის შირმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა აფარებული ამერიკის შეერთებულ შტატებს! სიმართლის სხივი მოხვდა მას და ერთიანად გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში “ფერადი რევოლუციების” რეალური მიზნები… გამოჩნდა ერაყში, ავღანეთში, სირიაში, ლიბიაში, იემენში, აფრიკის ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოში დაღვრილი სისხლის კვალი… გამოჩნდა პოლიტიკური ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტი… გამოჩნდა ცენზურა – სიტყვის თავისუფლების ნაცვლად… გამოჩნდა კოლონიალისტური დამოკიდებულება – პარტნიორობის ნაცვლად… გამოჩნდა LGBT იდეოლოგია – ქრისტიანობის ნაცვლად… გამოჩნდა გლობალური ომის პარტიის ღრმად გავრცელებული მეტასტაზები!
ჩვენმა ქვეყანამ კი, საკუთარი მცირე მასშტაბის მიუხედავად, უდიდესი როლი შეასრულა ამ ყველაფრისთვის ფარდის ახდაში!!!“ – წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.