ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ლიხაური-კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
“ლიხაური-კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3 218 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 868 000 ლარს შეადგენს, სექტემბერში დასრულდება.
გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყლით მომარაგება წარმოადგენდა, რომელიც უკვე მოგვარებულია და წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.