fbpx
შაბათი, ნოემბერი 23, 2024

„ჯორჯიან ეარვეისი”: ავიაკომპანიის არცერთი მოწილე არცერთი პროცენტის გაყიდვას არ აპირებს

Must Read
spot_img

კომპანია ურყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისის” წილებს რუს მოქალაქეზე ან იურიდიულ პირზე ჰყიდის. მათივე თქმით, თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისში” არცერთი პროცენტი წილის მფლობელი არ არის და, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გაყიდის“.

„მოგმართავთ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგსა და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მედიასაშუალებებს, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეთ და ათასგვარი ჭორის გავრცელებით ხართ დაკავებული. თქვენი ბოლო მონაჩმახი, რომ თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისის” წილებს რუს მოქალაქეზე თუ იურიდიულ პირზე ჰყიდის, სინამდვილეს არ შეეფერება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბატონი თამაზ გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისში” არცერთი პროცენტი წილის მფლობელი არ არის და, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გაყიდის.

შეგვიძლია ისიც გითხრათ, რომ „ჯორჯიან ეარვეისის” არცერთი მოწილე არცერთი პროცენტის გაყიდვას არ აპირებს. უფლებამოსილი ვართ განვაცხადოთ იმის შესახებაც, რომ ბატონი თამაზ გაიაშვილი, სადმე რამე წილის მფლობელი თუ არის, უცხოეთში არაფრის გაყიდვას არ აპირებს არც კერძო და არც იურიდიულ პირებზე.

თქვენ ხელი მიგიწვდებათ ეროვნულ კპმპანიებთან დაკავშირებულ ყველა საჯარო ინფორმაციასთან. გირჩევთ, რომ გადაამოწმოთ, დააზუსტოთ საკითხები და განცხადებები მხოლოდ ამის შემდეგ აკეთოთ. „ჩვენ გავიგეთ”, „ვრცელდება ინფორმაცია”, „ჩიტმა ამბავი მოგვიტანა”, ჟურნალისტიკაში იმდენად მოძველებული მეთოდია, რომ მისი აღარავის სჯერა.

მოგიწოდებთ, რომ ამგვარ საკითხებში მეტი თავშეკავება და სერიოზულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა ზერელე განცხადებებმა ეროვნული კომპანიის იმიჯთან ერთად შესაძლებელია, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც დააზიანოს. გასაგებია, რომ თქვენ სწორედ ამას ცდილობთ, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამდენი ჭორაობა, პასკვილების თხზვა და სიცრუის გავრცელება სხვებზე მეტად თქვენს იმიჯს აზიანებს. საკუთარი თავი მაინც დაზოგეთ. თემები „რუსეთი”, „ჯორჯიან ეარვეისი”, „სანქციები” და ა.შ. მოსაწყენი გახდა. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი ამგვარი ქმედებით, ჯერჯერობით, საკუთარი ავტორიტეტის გარდა ვერაფერი შელახეთ“, – ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img
Latest News

ზურაბ ქადაგიძე: “ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მიერ წმინდა გიორგის ხატის შეცვლასა და მასზე შავი ლაქის მიხატვას ეხმაურება. „რატომ გიკვირთ,...
- Advertisement -spot_img

More Articles Like This

- Advertisement -spot_img