ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დაჯილდოებას ითვალისწინებს, “BBC-ი” წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაკრებს, პორტუგალიაზე გამარჯვების შემდეგ, 8,4 გირვანქა სტერლინგს (30 მილიონ ლარს) გადასცემს. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში კი, გუნდი დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს, 12 საათზე დაიწყება.