„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.

„კიდევ დარჩა ვინმე, ვინც კითხვას დასვამს – რომელი ოპოზიციონერი დადის ევროპაში და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებსო?!

წარმოიდგინეთ, ოფიციალურად როგორ მავნებლობას ლობირებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ესენი პირად საუბრებსა და კულისებში რას იკადრებენ?!

კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ვიცით, რა ნაგავიცაა და ისიც ხომ ცხადი გახდა, რომ უკრაინის მთავრობა ყველაზე ნაძირალა ფსევდოპარტნიორი აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში!

საქართველომ შეიფარა უკრაინელი ლტოლვილები, უკრაინული სკოლები და ბაღები გაუხსნა ბავშვებს, სოციალური დახმარება აღმოუჩინა ყველა დევნილ ოჯახს, უკრაინის მხარდამჭერი ასობით რეზოლუციის ავტორია და ესენი ჩვენს გაშავებას ცდილობენ.

მოკლედ, ოქტომბერში დიდი წმენდა უნდა მოხდეს, დაწყებული ადგილობრივი პოლიტიკური ნაგვის გახვეტით და დამთავრებული, საერთაშორისო ფსევდოპარტნიორებთან ურთიერთობების სამართლიანი გადატვირთვით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.