მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი იყო.
„ერთი – რა თქმა უნდა, ის, რომ ბევრ ქართველ ქომაგს ჰქონოდა შესაძლებლობა, ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის გერმანიაში თამაშის დროს. მეორეს მხრივ, ავიაბილეთების ღირებულება უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ბილეთების ღირებულება იქნება სუბსიდირებული – ერთი გზა 195 ევრო“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული ჩარტერული რეისები განხორციელდება. პირველი რეისი კიოლნის მიმართულებით 12:00 საათზე უკვე გაფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.