“დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია.

,,დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული – მოედანზე და ტრიბუნაზე, სახლში და გზაში, მთაში და ბარში, ერში და ბერში.

ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია.
გამარჯვება ბიჭებო!” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.