„ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლისთვის იმაზე მეტი პრემია მისცა რასაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ჩემპიონობისთვის იხდიან. არავის ვაკნინებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებული საპრემიო თანხა სპორტის სამყაროში უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მსოფლიოში მხოლოდ ჯგუფიდან გასვლისთვის, არცერთი სახეობის ნაკრებს, მსგავსი ოდენობის პრემია არ მიუღია“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სწორედ ეს განასხვავებს ივანიშვილს სხვა ადამიანებისგან, მისი ქველმოქმედება როგორც წესი უპრეცედენტოა და რაც მთავარია ამას არა საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნის წინსვლისთვის აკეთებს.
„მარტივად რომ წარმოვიდგინოთ რას ნიშნავს პრემია 30 მილიონი ლარი. მაგალითად 2018 წელს გერმანიის ჩემპიონობის შემთხვევაში პრემია ერთ ფეხბურთელზე 350 000ევროს შეადგენდა, 2014 წელს კი ჩემპიონობისთვის 300 000 ევრო მიიღეს. ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლისთვის იმაზე მეტი პრემია მისცა რასაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ჩემპიონობისთვის იხდიან. არავის ვაკნინებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებული საპრემიო თანხა სპორტის სამყაროში უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან მსოფლიოში მხოლოდ ჯგუფიდან გასვლისთვის, არცერთი სახეობის ნაკრებს, მსგავსი ოდენობის პრემია არ მიუღია. სწორედ ეს განასხვავებს ივანიშვილს სხვა ადამიანებისგან, მისი ქველმოქმედება როგორც წესი უპრეცედენტოა და რაც მთავარია ამას არა საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნის წინსვლისთვის აკეთებს.
სასიხარულო ინფორმაციაა და არ მინდა ცუდ ფონზე დავასრულო, მაგრამ როგორ არ ვახსენო ხაზარაძე, ჭყონია და ა.შ. ადამიანები რომლებიც მხოლოდ სიტყვით ქველმოქმედებენ და რეალურად ერთი თეთრის გაღებაც კი ენანებათ, ბატონებო თუ გსურთ ქველმოქმედება ისწავლოთ ივანიშვილის ბიოგრაფიას გადახედეთ“,-წერს დავით ჩიხელიძე.