პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, სნაიპერმა ესროლა.ექსპრეზიდენტს დაზიანება ყურის არეში აღენიშნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ გასროლამდე მათ დაინახეს პირი, რომელიც ცეცხლსასროლი შაშხანით სახურავზე იჯდა.

ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ ვარდება ძირს ტრამპი, შემდეგ კი დასისხლიანებული სახით დგება.

“FBI-მ” თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა, თუმცა, ამ ეტაპზე, არ საჯაროვდება.