“მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების “სავიზიტო ბარათია” – თურმე, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და “დაჩაგრეს”. ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანანან, ისინიც “დააკნინეს”? – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე.
“სამიტზე უკრაინაში ომია ერთ-ერთი მთავარი საკითხი, და მაინც და მაინც მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ, წინა რიგში რომ დააყენონ ჩვენი პრემიერი?!
პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გვერდით იჯდა, ხოლო მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ – პრემიერ ორბანის გვერდით.
პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიასა და ევროპული ინსტუტუტების გარჩევაში წლებია, ოროსნები არიან”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.