“ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა, დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებსა და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ “ენჯეო” სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას. პარლამენტის სპიკერის თქმით, “რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს.”

“ეს პროცესი არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ; წლობით ყალიბდებოდა ეს დამოკიდებულება.

ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ამ ხალხს არ სურს იმ “კომფორტის ზონიდან” გამოსვლა, რომელიც ამ საკითხზე თავად შეიქმნა, რა თქმა უნდა, აქაური “ენჯეოების” დახმარებითაც.

უნივერსალური პრინციპი – “ხელი ხელს ბანს, ორივე ერთად კი – პირს” ყველგან და ყოველთვის მოქმედებს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.