„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას და სრულად იზიარებს ამასთან დაკავშირებით პოლონელი დეპუტატის – ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკის შეფასებას.

„მესმის, რთული გვარი აქვს, მაგრამ ამ „ქარდს” ნამდვილად აკლია. სადაც ნახევარი წელი ვსწავლობდით და შევისწავლეთ იუნკევიჩიანე, თანაც – სხვადასხვა ხერხით, ეს ქალბატონიც დავიმახსოვროთ: ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკი. სწორედ ამ პოლონელმა ევროდეპუტატმა დაადანაშაულა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლაში.

ასევე ბრალი დასდო ჩამოყვანილი მიგრანტების მიერ ევროპელი ქალების გაუპატიურებაში და უმძიმესი შეცდომა უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მისი ჯერ კიდევ პირველ შემთხვევაში არჩევას.

დეპუტატის განცხადებით, სწორედ ფონ დერ ლაიენის ბრალია, “დღეს ევროკავშირი “კლიმატურ სიგიჟეში” რომ არის გახვეული”, მოსახლეობა სულ უფრო ღატაკდება, ხოლო ლტოლვილების ნაკადებს ვეღარ აჩერებენ. იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე”, – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.